შეკვეთების კალათი
კალათი ცარიელია!


გადახდის პირობები:

ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ანგარიშსწორების რამდენიმე საშუალებას.

  1. საიტზე ბარათით გადახდა - პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, შესყიდვის გაფორმებისას შესაბამისი ველების შევსების შედეგად შეკვეთა ფიქსირდება ბაზაში, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და პროდუქტის მიწოდების დეტალებს შეგითანხმებთ.
  2. გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან - თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ „გადახდა კურიერთან“, რისი გათვალისწინებითაც გექნებათ შესაძლებლობა შეძენილი პროდუქტის ღირებულების საფასური გადაიხადოთ შეძენილი საქონლის მიღებისას.
  3. შეძენა განვადებით - პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო განვადების მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბანკს და ფინანსურ ინსტიტუტს აქვს განვადების დამტკიცების განსხვავებული პირობები რომელიც ხშირად იცვლება. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია რომ განვადების შევსებამდე წინასწარ გაიაროთ კონსულტაციები სასურველ ბანკში.

*შენიშვნა: კორპორატიული შესყიდვების დროს აუცილებელია მაღაზიის მენეჯერისგან ინვოისის მიღება.

მიწოდების პირობები:

პროდუქციის ღირებულება

თბილისი

რეგიონები

2-3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3-4 სამუშაო დღე

1-2 სამუშაო დღე

0-30 ლარი

3

5

5

7

31-50 ლარი

2

4

3

5

50-100 ლარი

უფასო

3

2

4

100+ ლარი

უფასო

2

უფასო

3

დაბრუნების პოლიტიკა


შეკვეთის მიღებისას გთხოვთ კარგად შეამოწმოთ მიღებული ამანათი და პროდუქციის ჩაბარება დაადასტუროთ თქვენი ხელმოწერით.

ნებისმიერი პრობლემის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება კურიერის გაშვებამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მოვახერხებთ თანხის დაბრუნებას ან პროდუქტის გადაცვლას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზუალური დეფექტი აღმოჩენილ უნდა იქნას კურიერის თანდასწრებით; მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე და ასევე ათანხმებს მის მახასიათებლებს თქვენთან, ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან/და ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტიურად გამორიცხულია. თუ კი ნივთს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება ეს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე გადამზიდი,საკურიერო კომპანიის დაუდევრობით არის წარმოქმნილი, ამიტომ თუ კი საკურიერო კომპნაიის წარმომადგენლის მხრიდან ადგილიდანვე არ მოხდება ჩვენთან დაკავშირება, ხარვეზის არსებობის შეტყობინების მიზნით, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილი გადაცვლა, ან უკანდაბრუნება არ დაკმაყოფილდება.

იმისათვის, რომ შევძლოთ შეძენილი ნივთის უკან მიღება და თანხის დაბრუნება, ან მისი გადაცვლა, იგი უნდა იყოს უხმარი, ისეთ მდგომარეობაში, როგორც თქვენ ის გადმოგეცათ.

მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ:

ა) მას არ მიუღია შეკვეთილი პროდუქტი;

ბ) პროდუქტი განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი/ნაჩვენები პროდუქტისგან;

გ) პროდუქტი ნივთობრივად ან უფლებრივად ნაკლიანია.

ბანკის მიერ მიღებული, დამტკიცებული და მომხმარებლის მიერ დადასტურებული განვადება არ ექვემდებარება გაუქმებას (შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც უნდა დაფიქსირდეს კურიერთან ერთად ნივთის გადმოცემისას

ტელეფონით მიღებულ და დადასტურებულ შეკვეთას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, როგორც ინტერნეტით ვებ. გვერდიდან ან სხვა წერილობითი ფორმით მიღებულ შეკვეთას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეული თქვენს მიერ დაფიქსირებული შეკვეთის მომარაგებასა და მოწოდებაზე იხარჯება ადამიანური და ფიზიკური რესურსები, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ისე განათავსეთ შეკვეთა, რომ არ ქონდეს ადგილი "გადავიფიქრე" სტატუსს.

თუ თქვენ დასტურის შემდეგ მაინც გააუქმებთ შეკვეთას, დაგეკისრებათ ჩვენი მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურიერი არ არის პასუხისმგებელი ნივთის აწყობაზე.

თუ პროდუქტის შემოწმებისთვის საჭიროა ნივთის აწყობა, ამას აკეთებს თავად მომხმარებელი

პერსონალური მონაცემებების დამუშავება

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის ვებგვერდის საშუალებით.

ინფორმაციისდაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს ჩვენი ორგანიზაციის ბაზაში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე (როგორიცაა ბანკები, საკრედიტო ორგანიზაციები და სხვა). ყველა სახის პირადი ინფორმაციის მოპოვება მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე ასევე არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.

„თქვენი ინფორმაცია“ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროდუქციის შეძენა და მიტანა დანიშნულების ადგილას.
  • პროდუქციის საგარანტიო მომსახურება

 

 



სოც მედია